ჩვენ შესახებ

კულტურის ინსტიტუტი - INSTITUTE OF CULTURE

დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!


ჩვენ შესახებ:

ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის მთავარ მისიას ქორეოგრაფთა ახალი თაობის აღზრდა, ფოლკლორული ხელოვნებისა და ტრადიციების შენარჩუნების და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ხელშეწყობა წარმოადგენს, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებული ფოლკლორული საერთაშორისო ფესტივალების პოპულარიზაციისა და მათში სხვადასხვა ჯგუფის, ანსამბლის და ქორეოგრათა ინდივიდუალური მონაწილეობა.

ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი 3 წელია რაც დაარსდა, თუმცა მაღალპროფესიონალი და დიდი გამოცდილების მქონე კადრების მეშვეობით მალევე მოახერხა თავის წვლილი შეეტანა ქართული ფოლკლორის კვლევასა და განვითარებაში. ინსტიტუტი სამი საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებულია, რომლებსაც ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ხელოვანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ინსტიტუტში ყოველწლიურად 50 ქორეოგრაფი იმაღლებს კვალიფიკაციას უწყვეტი ერთწლიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში. კულტურის ინსტიტუტს აქტიური მხარდაჭერა აქვს ისეთი ავტორიტეტული და მაღალი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა:UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს (CID)საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიისეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის „NCC GE ART“ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირის „არტ-ფოლკი“;   ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრი.  (EAFF) წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორ ორგანიზაციას პროექტის განხორციელების პროცესში, ხოლო CID სრულად უჭერს მხარს პროექტის განხორციელების იდეას.
 
ჩვენი სასწავლო პროგრამის უპირატესობები:

ა) ჩვენს ინსტიტუტში სწავლების გამორჩეული მეთოდებია. სტუდენტი იღებს კომპლექსურ განათლებას, თეორიული და პრაქტიკული სასწავლო მიმდინარეობების კოორდინაციითა და შერწყმით. პრაქტიკული კურსის - ქართული ცეკვა, მსოფლიო ხალხთა ცეკვები, კლასიკური ცეკვა, აფხაზური ცეკვა, სამეჯლისო ცეკვა - პარალელურად სტუდენტები სწავლობენ თეორიულ კურსს: სადადგმო ხელოვნება; ქორეოგრაფიული ხელოვნების ნიმუშები ,ანალიზი აღდგენა; ქორეოგრეოგრაფიული ხელოვნების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები; მუსიკით თეორიის საფუძვლები. საგანთა ამგვარი შერწყმა მომავალ ქორეოგრაფს აძლევს საშუალებას, იცოდეს როგორც ცეკვის სხვადასხვა სახეობის დადგმა, ისე მუსიკისა და კომპოზიციების შერწყმა და შეკვრა;

ბ) ჩვენ სტუდენტებს ძირითადად ვამზადებთ შიდა პროდუქტისა და შიდა ბაზრისათვის, თუმცა ვითვალისწინეთ რა, რომ მათ ურთიერთობა ექნებათ სხვა ეთნოსისა და კულტურის წარმომადგენლებთან, ვასწავლით ინგლისურ ენას, რათა მათ გაუადვილდეთ ვერბალური ურთიერთობა სხვა ერის კოლეგებთან;

გ) გამომდინარე იქიდან, რომ მათ მომავალში მოუწევთ ბავშვებთან მუშაობა, ინსტიტუტში ისწავლება საგანი - პედაგოგიკის საფუძვლები და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია;

დ) სწორად მეტყველება საუკეთესო სავიზიტო ბარათია ვერბალური ურთიეთობისას, დოკუმეტაციის სწორად შედგენა მნიშვნელოვანია, ამიტომ სტუდენტები გადიან თეორიულ კურსს - წერისა და მეტყველების კულტურა;

ე) ინსტიტუტის დირექციამ გაითვალისწინა, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს მომავალში მოუწევთ დამოუკიდებლად მართონ თავიანთი საქმე, ამიტომ დავამატეთ სასწავლო მიმდინარეობები: მენეჯმენტის საფუძვლები; ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები , რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს გამოიმუშაონ მენეჯერული უნარ-ჩვევები.

ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტისგუნდი


გარემო
ინსტიტუტი ფუნქციონირებას „არტ ჰოლის“ შენობაში, გარემო კეთილმოწყობილია, აღჭურვილია გათბობისა და გაგრილების სისტემით, აუდიტორიები არის ნათელი და ფართო, ფუნქციონირტებს მედია და რეალური ბიბლიკოთეკა პროფესიული და მხატვრული წიგნების ფართო არჩევანით, აუდიტორიები აღჭურვილია კომპიუტერებითა და ხელმისაწვდომია ინტერნეტი და ვაიფაით; სტუდენტთა და ლექტორთა განკარგულებაშია პროექტორი, ეკრანი, ხმის გამაძლიერებელი ტექნიკა, ტელევიზორები; პრაქტიკული მეცადინეობებისათვის სტუდენტების განკარგულებაშია ორი სავარჯიშო დარბაზი გასახდელებითა და საშხაპეებით. ინსტიტუტს აქვს შიდა მაუწყებლობის არხი “არტ სტუდიო“, საიტი www. rtfolk.ge, ფეისბუქ გვერდი „კულტურის ინსტიტუტი“; გლობალური პანდემიის პირობებში ინსტიტუტს შემუშავებული აქვს ონლაინ სწავლების ტაქტიკა. ყველა აუდიტორიას აქვს საკუთარი სველი წერტილები.


უსაფთხოება


ინსტიტუტს იცავს „არტ ჰოლის“ შიდა უსაფრთხოების სამსახური, შენობა აღჭურვილია კამერებით.




მისამართი: საქართველო,თბილისი, ც. დადიანის ქ. 26 (თბილისი არტ ჰოლი)
ტელეფონი: +995593 14 83 26, +995592 00 23 00.
E-Mail:artfolkfest@gmail.com
ვებ-გვერდი:www.artfolk.ge
Facebook: Art-Folk Art-Folk